Wednesday, June 12, 2019

Monday, September 29, 2014

მეცხრე დღე

რა მაგარი იყო ეს დღე,ყველაფერი ნასწავლი შევაჯამეთ,პრეზენტაციებიც მოვაწყეთ, ნუ მოკლეთ ვამაყობ ჩემი ტრენერითაც და ჩემი თავითაც, ცოტა ხმამაღალი კი გამომივიდა,მაგრამ რავქნა ესეა დაა...ტკბილი, ტკბილი, გემრიელი დღეების დასასრული ტკბილი დღეეეე.
ნათია მაასწ. ველოდებით დიდი მონდომებით და სურვილებით თქვენს გამოძახებას ,კიდევ ესეთ სასიამოვნო სწავლებაზე, მაგარი იქნება ოღონდ, ისევ ეს ჯგუფი რააა,ერთად, და მასწავლებლებს მინდა მოვუწოდო,მოვუწოდო რა–უფრო ვუთხრა,ვურჩიო, ნუხართ ესე კრიტიკულები ერთმანეთის ნამუშევრების შეფასებისას, ყველას გვეშლებააა ლამაზებოოოო, ამ ტრეინინგების მიზანიც ხომ ესაა,სწავლა,სწავლა და ვაიი...კიდევ სწავლააა...იმედია,,ჩემი სატირა ძალიან არ იკბინებოდა და გასაგებად გაიგო,იმან,ვისაც ეს ეკუთვნიის" გკოცნით გოგოებოოოოო.....

Saturday, September 27, 2014

მერვე დღე

ვაიმე დღეს ძალიან ცუდად ვარ, ეს აშკარად მეტყობოდა ალბათ სახეზეც, თან ჩემმა გოგოებმაც მოიწყინეს ,რათქმაუნდა,,შეუძლოთ ყავდათ დაქალი და აბა რას იზამდნეენ?":):) ვაიმე ნათია რა საყვარელია, ჩვენი ტრენერი, არ არსებობს ცუდად ყოფნა 10 წუთის მერე გაკვეთილის დაწყებიდან გაგყვეს, თან დღეს მოკლეთ არ დაგვინდო რაა:) ,,ლობიოების თემაც როგორ შემოგვიგდოო,,მტკივნეულ ადგილზე მომარტყა რაა,ამ რეფლექსიას მხოლოდ ნათია და ჩემი ჯგუფის გოგოები მიხვდებიან",რაც ვიგულისხმე:)არც შესვენება იმდენიი, შეგვიმცირა დრო დასვენების, ისევ ჩვენივე ჩავარდნილი პრობლემების მოსაგვარებლად.:) ფასილიტაციის დოკუმენტი დაგვამუშავებინა და მოკლეთ გეგმაც გეგმას დავამგვანეთ რაა თითქმიის:)

Friday, September 26, 2014

მეშვიდე დღე

სამსახურიდან,თან სკოლიდან რომ ტრეინინგზე წახვალ ხომ მაგარი დღეეეა?... თუმცა ყველაფერი მაგრად გამოვიდა,(თან მასწები ხომ ყველაფერს მაგრად ვაკეთებთ მოკლეთ) თან ტრეინინგის საკითხები იყო ძალიან საინტერესო,ვისწავლეთ: განმავითარებელი თვითშეფასება, მიმდინარე შეფასება, მოსწავლეთა მხარდაჭერა, ლინკების გადატანა ბლოგზე.
უუუჰ მაგარი დღე იყო ძალიან რააააა,მომეწონა ნამდვილად, მადლობ ნათი ყოველივე ამისათვის.

Monday, September 15, 2014

დღე მეექვსე.

დღეს რაღაცნაირად განწყობაც არ მქონდა ტრეინინგის, თითქოს მეძინებოდა, მაგრამ ნათიამ მიშველა, გამომაფხიზლა ისეთი საინტერესო თემებით დაიწყო, ჯერ მოსწავლეთა ნამუშევრების გასწორება გვასწავლა ვორდში,ექსელში და პოვერ პოინტში, მერე ვიდეოების ატვირთვა ბლოგზე, და რაც გვინდოდა კიდევ, ჩვენი ბლოგისთვის რომ სრულყოფილება შეგვემატა, ვისწავლეთ ჩანართების გაკეთებაც... ნუ მოკლეთ მაგარი დღე იყო...