Thursday, August 18, 2011

,,ჩემი სოფელი ჩემი სატივე"

პროექტის სახელი: ,, ჩემი სოფელი ჩემი სატივე“
პროექტის მიზანი: სოფლის ისტორიის მოძიება, საინტერესო და უცხო ფაქტების მოგროვება სოფელ სატივეზე და გაცნობა საზოგადოებისათვის.
პროექტის სრული აღწერა: სოფლის შესახებ ისტორიული ფაქტები არის მწირი, არ არის მოსახლეობის ზუსტი სტატისტიკური მონაცემები, ასევე სოფელში არის მნიშვნელოვანი ადგილები რომელთა შესახებაც ინფორმაცია თითქმის უცხოა მოსახლეობისათვის,  ამიტომ მნიშვნელოვანია ამ მასალების შეგროვება და გაცნობა საზოგადოებისათვის.
მონაწილეთა ასაკი: 15 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კლასი იყოფა სამ ჯგუფად, პირველ ჯგუფს დაევალა მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტში სოფლის შესახებ ამობეჭდონ ფოტო მასალა, სოფლის კულტურული ძეგლების და ასევე გადაიღონ ციფრული კამერით ახალი სურათები და მოახდინონ ერთმანეთთან შედარება. მე–2 ჯგუფს დაევალა სოფლის მოსახლეობის სტატისტიკური მონაცემების დადგენა და პროგრამა Excel-ში დიაგრამის აგება, ასევე ამავე ჯგუფს დავალებად მიეცათ ჩაატარონ სოფლის უხუცესებში გამოკითხვა, თუ რა ლეგენდა, ან რა მნიშვნელოვანი ფაქტი იციან სოფლის დაარსების შესახებ. მე–3 ჯგუფი დაამზადებს ბუკლეტებს, რომელიც იქნება გაფორმებული, ინტერნეტში მოძიებილი  სოფლის კულტურული ძეგლების ფოტომასალით.აღნიშნული
ბუკლეტები უნდა შეიცავდეს იმ მოკლე მნიშვნელოვან ფაქტებს, რაც მკითხველს ერთი შეხედვით მცირე წარმოდგენას შეუქმნის ჩვენი სოფლის ისტორიის შესახებ.
მოსწავლეები პროეტზე მუშაობის დასრულების შემდეგ შექმნიან blog-ს ,, ჩემი სოფელი ჩემი სატივე“
მოსალოდნელი შედეგები: პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ეცოდინებათ საკუთარი სოფლის ისტორია, ისინი შეძლებენ იყვნენ ,, პატარა მეგზურები“ თავის სოფელში.
სარგებელი სხვებისთვის: აღნიშნული თემის დამუშავებით, საინტერესო ფაქტების მოძიებით და აფიშირებით საზოგადოება უკეთ გაიცნობს სოფ. სატივის ისტორიას და შეძლებს ჩახედვას მის წარსულში.
სამუშაო ენა: ქართული
საგნობრივ, საგნობრივ ჯგუფთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტი შედგენილია და გათვლილი ეროვნული სასწ. გეგმის მიხედვით.
პროექტის ხელმძღვანელი: ხათუნა აბრამაშვილი
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: khatuna.abramashvili25@gmail.com

1 comment:

  1. khati mec aset temaze mqonda gaketebuli proeqti adre. Zaan magaria orives Zaan gvyvarebia chveni sofeli.....

    ReplyDelete