Wednesday, June 12, 2019

Monday, September 29, 2014

მეცხრე დღე

რა მაგარი იყო ეს დღე,ყველაფერი ნასწავლი შევაჯამეთ,პრეზენტაციებიც მოვაწყეთ, ნუ მოკლეთ ვამაყობ ჩემი ტრენერითაც და ჩემი თავითაც, ცოტა ხმამაღალი კი გამომივიდა,მაგრამ რავქნა ესეა დაა...ტკბილი, ტკბილი, გემრიელი დღეების დასასრული ტკბილი დღეეეე.
ნათია მაასწ. ველოდებით დიდი მონდომებით და სურვილებით თქვენს გამოძახებას ,კიდევ ესეთ სასიამოვნო სწავლებაზე, მაგარი იქნება ოღონდ, ისევ ეს ჯგუფი რააა,ერთად, და მასწავლებლებს მინდა მოვუწოდო,მოვუწოდო რა–უფრო ვუთხრა,ვურჩიო, ნუხართ ესე კრიტიკულები ერთმანეთის ნამუშევრების შეფასებისას, ყველას გვეშლებააა ლამაზებოოოო, ამ ტრეინინგების მიზანიც ხომ ესაა,სწავლა,სწავლა და ვაიი...კიდევ სწავლააა...იმედია,,ჩემი სატირა ძალიან არ იკბინებოდა და გასაგებად გაიგო,იმან,ვისაც ეს ეკუთვნიის" გკოცნით გოგოებოოოოო.....

Saturday, September 27, 2014

მერვე დღე

ვაიმე დღეს ძალიან ცუდად ვარ, ეს აშკარად მეტყობოდა ალბათ სახეზეც, თან ჩემმა გოგოებმაც მოიწყინეს ,რათქმაუნდა,,შეუძლოთ ყავდათ დაქალი და აბა რას იზამდნეენ?":):) ვაიმე ნათია რა საყვარელია, ჩვენი ტრენერი, არ არსებობს ცუდად ყოფნა 10 წუთის მერე გაკვეთილის დაწყებიდან გაგყვეს, თან დღეს მოკლეთ არ დაგვინდო რაა:) ,,ლობიოების თემაც როგორ შემოგვიგდოო,,მტკივნეულ ადგილზე მომარტყა რაა,ამ რეფლექსიას მხოლოდ ნათია და ჩემი ჯგუფის გოგოები მიხვდებიან",რაც ვიგულისხმე:)არც შესვენება იმდენიი, შეგვიმცირა დრო დასვენების, ისევ ჩვენივე ჩავარდნილი პრობლემების მოსაგვარებლად.:) ფასილიტაციის დოკუმენტი დაგვამუშავებინა და მოკლეთ გეგმაც გეგმას დავამგვანეთ რაა თითქმიის:)

Friday, September 26, 2014

მეშვიდე დღე

სამსახურიდან,თან სკოლიდან რომ ტრეინინგზე წახვალ ხომ მაგარი დღეეეა?... თუმცა ყველაფერი მაგრად გამოვიდა,(თან მასწები ხომ ყველაფერს მაგრად ვაკეთებთ მოკლეთ) თან ტრეინინგის საკითხები იყო ძალიან საინტერესო,ვისწავლეთ: განმავითარებელი თვითშეფასება, მიმდინარე შეფასება, მოსწავლეთა მხარდაჭერა, ლინკების გადატანა ბლოგზე.
უუუჰ მაგარი დღე იყო ძალიან რააააა,მომეწონა ნამდვილად, მადლობ ნათი ყოველივე ამისათვის.

Monday, September 15, 2014

დღე მეექვსე.

დღეს რაღაცნაირად განწყობაც არ მქონდა ტრეინინგის, თითქოს მეძინებოდა, მაგრამ ნათიამ მიშველა, გამომაფხიზლა ისეთი საინტერესო თემებით დაიწყო, ჯერ მოსწავლეთა ნამუშევრების გასწორება გვასწავლა ვორდში,ექსელში და პოვერ პოინტში, მერე ვიდეოების ატვირთვა ბლოგზე, და რაც გვინდოდა კიდევ, ჩვენი ბლოგისთვის რომ სრულყოფილება შეგვემატა, ვისწავლეთ ჩანართების გაკეთებაც... ნუ მოკლეთ მაგარი დღე იყო...

Saturday, September 13, 2014

დღე მეხუთე

როგორც ყოველთვის დღესაც საკმაოდ შრომატევადი დღე გვქონდა, ვისწავლეთ შეფასების დროის ჩარჩოს შევსება და საავტორო უფლებების დაცვის ფაილის შევსება.
ასევე გავაკეთეთ პატარა პრეზენტაციებიც პოვერ პოინტში.

Friday, September 12, 2014

მეოთხე დღე

აი სუპერ დღეე...  რაც მინდოდა ფაქტიურად ის ვისწავლეეთ, ჩემი მოლოდინი და დღევანდელი დღე ერთმანეთს დაემთხვა ასი პროცენტით:), პრეზენტაციების ატვირთვა დოკებში და შედეგ ბლოგებზე გაშვება,მაგარი იყო. დამღლელი და შრომატევადი ტრენინგის შუალედში ნათიას (ჩვენი ტრენერის) მზრუნველობა,ამჯერადაც ყავით გამასპინძლება.ხო დღეს ერთ–ერთ ჩვენს გოგოს, ნინოს დაბადების დღე ქონდა, და მხოლოდ სიტყვიერი მილოცვით შემოვიფარგლეთ...
ეეჰ...

პროექტის გეგმის პრეზენტაცია


Wednesday, September 10, 2014

დღე 3

მესამე დღე უკვე მაგარი საინტერესო იყო,თუმცა ამავე დროს ძალიან შრომატევადი და დამღლელიც. პროფესიონალური დონის შაბლონების,ვიზიტკების, სერთიფიკატების და სხვა და სხვა მისალოცი ბარათების დამზადება ვისწავლეთ. ცოტა არი იყოს ,, ბიზნეს იდეაც გამიჩნდა " :):) ასევე ვისწავლეთ ბლოგებზე კომენტარის დადება,ხოო ის არ დამავიწყდეს,რაც ძალიან მომეწონა ,, ონლაინკოლაბორაცია" სიტყვაც ხომ მაგარიაა? დასამახსოვრებლად რა :)) ნუ მოკლეთ, მაგარი დატვირთული დღე ჩვენმა ტრენერმა ნათიამ ცოტათი შეგვიმსუბქა, ყავით გაგვიმასპინძლდა,რისთვისაც უღრმესი მადლობა მას ჩვენგაან.....

Saturday, September 6, 2014

დღე 2

ტრეინიგის მეორე დღეც საინტერესო იყო,ვისწავლეთ ელექტრონული ბროშურების და ელექტრონული გაზეთის დამზადება.პროცესი როგორც ყოველთვის საინტერესო იყო,დატვირთული დავალებებით,თუმცა გაგვაწამა ელექტრო ენერგიის გათიშვებმა,თუმცა ტრენერიც და მსმენელნიც დიდი ნებისყოფით ვიტანდით ამ ყველაფერს..:)

Friday, September 5, 2014

პირველი დღე.

ჩემი პირველი დღე ინტელის ტრენინგის ძალიან საინტერესოდ დაიწყო,რადგან მნიშვნელოვანია ელექტრონული პორთფოლიოს სწავლების სპეციფიკის განსაზღვრა.
გავეცანით ინტელის სახელმძღვანელოს,გავამზადეთ ელექტრონული საქაღალდეები,მოვამზადეთ დოკუმენტებიდა ჩავალაგეტ კურსისთვის საჩირო ფაილები,ესენია:21 საუკუნის უნარ ჩვევები, ფოტო აუდიო,ვიდეო მასალა,პორთფოლიოს ჩეკლისტი, და ასე შემდეგ..ძალიან ბევრი რამ,რომელსაც აგარ ვცერ მხოლოდ იმიტომ რომ რამე არ გამომრჩეს:))

Tuesday, January 10, 2012

<object id="vp1YTGvf" width="432" height="240" classid="clsid:d27cdb6e-ae6d-11cf-96b8-444553540000"><param name="movie" value="http://static.animoto.com/swf/w.swf?w=swf/vp1&e=1326194590&f=YTGvfk0FgVTmAFLOnMAqZg&d=31&m=b&r=240p&volume=100&start_res=240p&i=m&options="></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed id="vp1YTGvf" src="http://static.animoto.com/swf/w.swf?w=swf/vp1&e=1326194590&f=YTGvfk0FgVTmAFLOnMAqZg&d=31&m=b&r=240p&volume=100&start_res=240p&i=m&options=" type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="432" height="240"></embed></object><p><a href='http://animoto.com'>Make a video</a> of your own at Animoto.</p>

Thursday, August 18, 2011

,,ჩემი სოფელი ჩემი სატივე"

პროექტის სახელი: ,, ჩემი სოფელი ჩემი სატივე“
პროექტის მიზანი: სოფლის ისტორიის მოძიება, საინტერესო და უცხო ფაქტების მოგროვება სოფელ სატივეზე და გაცნობა საზოგადოებისათვის.
პროექტის სრული აღწერა: სოფლის შესახებ ისტორიული ფაქტები არის მწირი, არ არის მოსახლეობის ზუსტი სტატისტიკური მონაცემები, ასევე სოფელში არის მნიშვნელოვანი ადგილები რომელთა შესახებაც ინფორმაცია თითქმის უცხოა მოსახლეობისათვის,  ამიტომ მნიშვნელოვანია ამ მასალების შეგროვება და გაცნობა საზოგადოებისათვის.
მონაწილეთა ასაკი: 15 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კლასი იყოფა სამ ჯგუფად, პირველ ჯგუფს დაევალა მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტში სოფლის შესახებ ამობეჭდონ ფოტო მასალა, სოფლის კულტურული ძეგლების და ასევე გადაიღონ ციფრული კამერით ახალი სურათები და მოახდინონ ერთმანეთთან შედარება. მე–2 ჯგუფს დაევალა სოფლის მოსახლეობის სტატისტიკური მონაცემების დადგენა და პროგრამა Excel-ში დიაგრამის აგება, ასევე ამავე ჯგუფს დავალებად მიეცათ ჩაატარონ სოფლის უხუცესებში გამოკითხვა, თუ რა ლეგენდა, ან რა მნიშვნელოვანი ფაქტი იციან სოფლის დაარსების შესახებ. მე–3 ჯგუფი დაამზადებს ბუკლეტებს, რომელიც იქნება გაფორმებული, ინტერნეტში მოძიებილი  სოფლის კულტურული ძეგლების ფოტომასალით.აღნიშნული
ბუკლეტები უნდა შეიცავდეს იმ მოკლე მნიშვნელოვან ფაქტებს, რაც მკითხველს ერთი შეხედვით მცირე წარმოდგენას შეუქმნის ჩვენი სოფლის ისტორიის შესახებ.
მოსწავლეები პროეტზე მუშაობის დასრულების შემდეგ შექმნიან blog-ს ,, ჩემი სოფელი ჩემი სატივე“
მოსალოდნელი შედეგები: პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ეცოდინებათ საკუთარი სოფლის ისტორია, ისინი შეძლებენ იყვნენ ,, პატარა მეგზურები“ თავის სოფელში.
სარგებელი სხვებისთვის: აღნიშნული თემის დამუშავებით, საინტერესო ფაქტების მოძიებით და აფიშირებით საზოგადოება უკეთ გაიცნობს სოფ. სატივის ისტორიას და შეძლებს ჩახედვას მის წარსულში.
სამუშაო ენა: ქართული
საგნობრივ, საგნობრივ ჯგუფთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტი შედგენილია და გათვლილი ეროვნული სასწ. გეგმის მიხედვით.
პროექტის ხელმძღვანელი: ხათუნა აბრამაშვილი
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: khatuna.abramashvili25@gmail.com